X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

უბისას მონასტერთან ზაფხულში გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ

19 მაისი 2017

ივნისის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბისას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა სრულდება. 
ინფრატსრუქტურულ სამუშაოებს  მსოფლიო ბანკი 2 მილიონი ლარით აფინანსებს.  პროექტის ფარგლებში აშენდა საინფორმაციო შენობა-ნაგებობა, კაფე, სამზარეულო და სველი წერტილი. 
შესრულებულ სამუშაოების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო. 
პროექტის შედეგად, მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც იმერეთის რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.