X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

ახალი გზა კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება და მგზავრობის დროც შემცირდება

13 მარტი 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა,  ზურაბ ალავიძემ ჩქაროსნული გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. სამუშაოები, სადაც 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლომდე დასრულდება. ახალი გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება  ავტოტრანსპორტის  უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. იმერეთის გუბერნატორის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობაც მიეცემა.