28 სექტემბერს, 11:00 საათზე, სოფელ შქმერთან (რაჭა, ონის მუნიციპალიტეტი) იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი 51 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიება გაიმართება. (ღონისძიების ადგილი: სოფელი შქმერის გადასახვევთან, ონის მუნიციპალიტეტი. მოსვლა შესაძლებელია საჩხერე-ონის ახალი გზით)
ღონისძიებას დაესწრებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვენო სვანეთის მხარეში და სხვა მოწვეული სტუმრები. საკონტაქტო პირი: თამარ ჯაფარიძე 595888880
10 სექტემბერს, 11:00 საათზე, კობში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბგამყვანი საბურღი მანქანით TBM (Tunnel boring machine) 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის დაწყების ღონისძიება გაიმართება.
(ღონისძიების ადგილი: კობის საბაგირო სადგურისა და პოლიციის შენობის მიმდებარედ)
ღონისძიებას დაესწრებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში და სხვა სტუმრები.
საკონტაქტო პირი: ქეთი დოლიძე - 577 467117
23 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე უწყების სამოქმედო გეგმას 2020-2030 წარადგენს
მისამართი: თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი #1, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია.
08 ივლისს, 11:00 საათზე, ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი საქართველოში, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.
საკონტაქტო პირი: თამარა ჯაფარიძე - 595 888880
7 მაისს, 18:30 საათზე, ქალაქ ოზურგეთში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი სახოკია, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები
6 მაისს, 11:30 საათზე, ქალაქ ამბროლაურში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარმენ მარგველიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
5 მაისს, 13:30 საათზე, ქალაქ ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის პირველი სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მედიისათვის კომენტარს გააკეთებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.
5 მაისს, 15:00 სთ-ზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე დაათვალიერებენ ქუთაისის სპორტკომპლექსის (აუზის) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს.
17 დეკემბერს, 14:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მაია ცქიტიშვილი, "მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს წარადგენს.
მისამართი: ქალაქი მცხეთა, კარიბჭის ჩიხის # 1, მცხეთის ახალი მუზეუმის (ყოფილი კინოთეატრის) შენობა
21 ოქტომბერს, 20.00 საათზე, ვანში, ახალი არქეოლოგიური მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან: ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, მოწვეული სტუმრები
საკონტაქტო პირი: ილონა - 591705481
18 ივლისს, 14.00 სთ-ზე, E 60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთზე, ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზა გაიხსნება, რომელიც გადაადგლების დროს 20-30%-ით შეამცირებს
ღონისძიებას დაესწრებიან: ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
6 მარტს,12.00 სთ-ზე, პარლამენტის პლენარული სხდომის საგაზაფხულო სესიაზე, "მინისტრის საათის" ფორმატში, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. ვიცე-პრემიერი 2019 წელს სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და 2020 წლის გეგმებზე ისაუბრებს.
12 თებერვალს, 14:00 სთ-ზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განხორციელებული პროექტების 2019 წლის ანგარიშისა და 2020 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გახსნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან
მის: სახელმწიფო ცერემონიების სასახლე, მ.აბდუშელიშვილის N 1 - საკონტაქტო: ჯონი კალანდაძე 599333525
28 იანვარს, 10:30 სთ-ზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წლის ანგარიშს წარადგენს
ღონისძიებას დაესწრებიან ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები
16 იანვარს, 12:00 სთ-ზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი არგვეთას მონაკვეთის (F4) მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოსთან “Guizhou Highway Engineering Group” და China National Technical Import and Export Corporation“- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება
8 იანვარს, 12.30 საათზე, ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხების აღმოსაფხვრელად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა
საკონტაქტო პირი - ქეთი დოლიძე 577467117
7 იანვარს, 12.00 საათზე, ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გუდაურში წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხების აღმოსაფხვრელად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა
15 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი გამართავს ბრიფინგს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით
5 სექტემბერს, 10:00 საათზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China Railway Tunnel Group Co”- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება
15 აგვისტოს, 11:00 სთ-ზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი II) მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co”- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება
13 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, საავტომობილო გზების დეპარტამენტი 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ღონისძიებას დაესწრებიან: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველ მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.