X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

კობა გაბუნია

მინისტრის მოადგილე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია.

კობა გაბუნიას გააჩნია საჯარო და კერძო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 

კარიერის ადრეულ ეტაპზე მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ქ. ქუთაისის რეგიონულ სამხარეო პროკურატურასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. 

შემდეგ მუშაობა გააგრძელა შემოსავლების სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლ სამსახურში, მოგვიანებით კი - ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციასა და იუსტიციის სამინისტროს იმერეთის მოსახლეობისა და სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ლატარიის კომპანიაში, საქართველოს ფოსტაში, სს ,,გლობალ TV”-ში, შპს ,,ევრაზია XXI”-ში, შპს „ელიტა ბურჯში“.

2018 - 2019 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

2019 წლიდან დღემდე იკავებდა საპასუხისმგებლო თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კობა გაბუნია დაიბადა 1976 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.