X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრი - პირველი ვიცე-პრემიერი (2018-2021)


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (2018-2021)
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი (2018-2021)

მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2018 წლის 30 მარტს დაინიშნა. 

მინისტრის თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა 2021 წლის 19 თებერვალს. 

2018 წლის 17 ივლისიდან იკავებდა საქართველოს ვიცე-პრემიერის, ხოლო  2021 წლის 21 იანვრიდან პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას. 

აქვს 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო, უძრავი ქონების განვითარების, ლოგისტიკის, პროექტების მართვის მიმართულებით სხვადასხვა კერძო კომპანიებსა და საავიაციო სექტორში. მათ შორის, 2007-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „პარკთაუნის“, ხოლო 2009-2012 წლებში - შპს „ქართუ მენეჯმენტის“ დირექტორი.  

საჯარო სექტორში მუშაობა დაიწყო 2012 წლის ნოემბერში - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. ამ თანამდებობას იკავებდა 6 წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნამდე. 

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. სწავლა გააგრძელა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორიო ვაჭრობისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ სწავლობდა კავკასიის ბიზნეს სკოლაში. 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 

დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.