ირაკლი მატკავა

A-/A+

ირაკლი მატკავა არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. ამჟამად, ის არის პასუხიმგებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯმენტსა და დაფინანსების საკითხებზე,  ზედამხედველობას უწევს ინფრასტრუქტურული და რეგიონალურ განვითარების პოლიტიკის  შექმნასა და განხორციელებას. მანამდე, ირაკლი მატკავას ეკავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი. მის საპასუხისმგებლო სფეროს წარმოადგენდა ეკონომიკური პოლიტიკა და სავაჭრო პალატა. ის წარმოადგენდა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში, როგორიცაა  „ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე“ ევროპაში.  საჯარო უწყებაში გადმოსვლამდე, ირაკლი მატკავა მუშაობდა ტონი ბლერის ასოციაციაში (სახელმწიფო მრჩევლად), სადაც უწევდა კონსულტაციას განვითარებადი ქვეყნების მთავრობის ხელმძღვანელებს პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებაში. სხვადასხვა დროს  ასწავლიდა ქართულ უნივერსიტეტებში და ეკავა წამყვანი პოზიციები კერძო ბიზნეს სექტორში.

ირაკლი მატკავამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი და დაიცვა ბიზნეს მენეჯმენტის კონსალტინგის მაგისტრატურის აკადემიური ხარისხი გრენობლის სამაგისტრო ბიზნეს სკოლაში (საფრანგეთი).

დაბადების თარიღი: 19 იანვარი, 1981
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 510 709
ელფოსტა: i.matkava@mrdi.gov.ge