გიგა კაცია

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ კაცია.

გრიგოლ კაციას გააჩნია კერძო სექტორში, მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს, იყო ,,ბანკი რესპუბლიკა ჯგუფ სოსიეტე ჟენერალისა“ და ,,თიბისი ბანკის“ ტოპ მენეჯმენტის წევრი, სადაც მონაწილეობდა ორგანიზაციის სტრატეგიის განსაზღვრაში. 
,,ბანკ რესპუბლიკაში“  მუშაობისას,  გაიარა კარიერის სხვადასხვა ეტაპი - საოპერაციო ოფიცრიდან გენერალური დირექტორის თანამდებობამდე - ხელმძღვანელობდა ყველა სახის კომერციულ საქმიანობას; ასევე იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
ბატონ გრიგოლს გააჩნია  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება. ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ (EBRD), იკავებდა მთავარი ბანკირის თანამდებობას. მის კომპეტენციაში შედიოდა სასესხო და კაპიტალის ოპერაციების, ასევე კომერციულ ბანკებთან სასესხო პროდუქტების მენეჯმენტი.  
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ კორპორატიული დირექტორის მოადგილის  თანამდებობას.
ბატონმა გრიგოლმა დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის ფაკულტეტი, ასევე იურიდიული ფაკულტეტი (მეორადი ფაკულტეტი). სწავლობდა გერმანიაში, „შპარკასეს“ საბანკო სასწავლებელში, კორპორატიულ საბანკო საქმეს.
სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

დაიბადა 1977 წლის 16 აპრილს.