გაგი (გალაქტიონ) ბუაძე

A-/A+

გალაქტიონ ბუაძე 2016 წლის ნოემბრიდან არის მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ამავდროულად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. 2013-2016 წლებში მუშაობდა სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“, სადაც ეკავა ფინანსური დირექტორის პოსტი. ის პასუხისმგებელი იყო პროექტების დაფინანსებაზე და ყველა ფინანსურ ტრანზაქციაზე ფონდში და ფონდის შვილობილ კომპანიებში. 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს სამრეწველო ჯგუფში, ხოლო 2010-2012 წლებში  კომპანია  ,,Deloitte & Touche, Georgia“-ში.

გალაქტიონ ბუაძემ 2009 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ფინანსური ადმინისტრირების სპეციალობით.  

დაბადების თარიღი: 22 ნოემბერი, 1986

დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 2510-703

ელ. ფოსტა:  g.buadze@mrdi.gov.ge