სიახლეები

რეგიონული განვითარების პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

16 მარტს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, რეგიონული განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაზე, ევროკავშირსა დასაქართველოს მთავრობას შორის, 2014 წლის 18 ნოემბერს ხელმოწერილისაფინანსო შეთანხმების (რეგიონული განვითარების მხარდაჭერა - ფაზაII) ფარგლებში მომზადებული  „2015-2017 წლების რეგიონულიგანვითარების პროგრამის“  წლიური ანგარიშის პროექტი დასტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით განახლებული -  “რეგიონული უთანაბრობების ანალიზი” განიხილეს. 

17.03.2016
მეტი...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობას განაგრძობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სამინისტროსა და  სოლიდარობის ფონდის თანამშრომლობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები  და სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლები.

2015 წლის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად სამინისტროდან ყოველთვიურად 8505 ლარი ირიცხება  და აქციაში სამინისტროს 2172 თანამშრომელია ჩართული.

07.03.2016
მეტი...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „მთის კანონის“ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთის კანონის ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს. შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება და მოსახლეობას საშუალება ექნება საჭირო ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლებისგან პირადად მიიღოს.

03.03.2016
მეტი...

თბილისი-რუსთავის გზაზე გამწვანების აქცია დაიწყო

​საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე  თბილისი-რუსთავის გზაზე მიმდინარე გამწვანების აქციაში ჩაერთვნენ და 1200 ძირი ფიჭვი დარგეს.  

„საერთაშორისო კორპორაცია სინოჰიდრო“, თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის დროს დაზიანებული ხეების საკომპენსაციოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისი-რუსთავის გზაზე 2300 ხის დარგვას გეგმავს. პროექტის ფარგლებში ხეები  დაირგვება მახათას მთაზეც (ჯამში 5 500-მდე ნერგი). 

02.03.2016
მეტი...

ნოდარ ჯავახიშვილი ირანის ელჩს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აბას თალებიფარს შეხვდა.

01.03.2016
მეტი...

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

​საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი  დიღმის მასივში არსებულ წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტს ეწვია და საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

2016 წლის საგაზაფხულო გაწვევა თებერვლის დასაწყისში დაიწყო და ივნისის ბოლომდე  გაგრძელდება. გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.

საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სულ 3183  წვევამდელს გაიწვევენ.

26.02.2016
მეტი...

ნოდარ ჯავახიშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’ სალივანმა, სამინისტროში გამართულ  შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB)  შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

26.02.2016
მეტი...

თბილისში 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში 23-ე მეტროსადგურს აშენებს.  სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან  ერთად,  აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შონ ოსალივანმა დაათვალიერა.  სამშენებლო ობიექტზე, ასევე,  იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და აზიის განვითარების ბანკის  მუდმივი წარმო

23.02.2016
მეტი...

შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით ლორთქიფანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

22.02.2016
მეტი...

ახალი საპილოტე პროექტი იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა  (USAID) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად ახალ საპილოტე პროექტს იწყებს. პროექტის მიზანი სამინისტროსთვის   ანტიკორუფციული ჩარჩო დოკუმეტის  შექმნაა. აღნიშნული პროექტი პირველი პრეცედენტია საჯარო სივრცეში და  იგი  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეფექტიანი მმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

12.02.2016
მეტი...

Pages