EIB გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას 250 მლნ ევროთი დააფინანსებს

A-/A+

ევროპის საინვესტიციო ბანკი, (EIB) საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, 250 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს. შესაბამის ფინანსურ კონტრაქტს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკიმ. 
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება. 
პროექტის განხორციელების შედეგად,   შემცირდება მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო, აგრეთვე გაიზრდება სატრანსპორტო უსაფრთხოება, ვაჭრობა, ტურიზმი და საერთაშორისო მიმოსვლა.
პროექტს  საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. 

13.07.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია