2018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი

A-/A+

“მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროეცესზე ისაუბრა.

როგორც მინსიტრმა აღნიშნა, ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს და ყველაზე მეტი ინვესტიცია საგზაო ინფრატსრუქტურაში იდება.

„იმის გათვალისწინებით რომ ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში განსაკუთრებით საინეტერესოა მისი აგმნხორცეიელბის ეტაპები, ეს არის მარშრუტი წითელი ხიდიდან სარფამდე და სადახლოდან სარფამდე. 

2018-2023 წლების განმავლობაში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელზეც სავარაუდოდ 5 მილიარდ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. აქედან, მიმდინარეობს 77 კმ. მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად სრულდება 2019-2021 წლებში. დაწყებულია სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები 81 კმ. მონაკვეთზე, სადაც ინვესტიცია დაახლოებით 2.1 მილიარდი ლარია. სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს 26 კმ. მონაკვეთზე, ეს არის რიკოთის 2 მონაკვეთი, ჩუმათელეთი-ხევი და შორაპანი-არგვეთა.

ამ მიმართულებთ, შორაპანი-არგვეთაზე სავარაუდოდ გვექნება გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი. ამ მონაკვეთის  დაფინანსება იყო იაპონური, JICA-ს მიერ და მხოლოდ იაპონურ კომპანიებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ტენდერის პირობით. სამწუხაროდ ფასი რომელიც მივიღეთ 2 იაპონური კომპანიიდან დაახლოებით 400 მილიონი ლარით აღემატებოდა საპროექტო ღირებულებას და სესხის ღირებულებას. ამიტომ, დამფინანსებელთან შეთანხმებით ეს პროცესი შევწყვიტეთ და მიდის მოლაპარაკებები 2 დონორ ორგანიზაციასთან რათა უხლოეს მომავალში დავიწყოთ ეს პროექტი“ - განაცხადა მაია ცქიტიშავილმა.
 

20.02.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია