„ბოდორნაჰესის მშენებლობის დასრულება, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის” - ილია ბეგიაშვილი

A-/A+

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში, წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. დღეს, ახალი ჰიდროელექტროსადგური, ბოდორნაჰესი ექსპლუატაციაში შევიდა და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი. „ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული, განვითარება, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ძლიერი და მუდმივად განვითარებადი ენერგოსისტემის გარეშე. ბოდორნაჰესის მშენებლობის დასრულება, ამ კუთხით გადადგმული, კიდევ ერთი, წარმატებული ნაბიჯია. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის მსგავსი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მითუმეტეს როცა საუბარია მწვანე ჰესზე, რომელიც მსოფლიოში, ჰესების ყველზე უსაფრთხო სახეობად არის მიჩნეული” - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა. ბოდორნაჰესი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტია იქნება. ბოდორნაჰესის დადგმული სიმძლავრე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. ჰესის მშენებლობისთვის ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

02.10.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია