ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

A-/A+

ქვეყნის მასშტაბით  40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.  წლის ბოლომდე დასრულდება 16 ობიექტის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში. 
ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის, ახალი ცენტრი შენდება ხონში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 130 000 ლარამდეა. 
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალს, რომელიც დღემდე ხონის საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული, დეკემბრის ბოლოდან ახალი, თანამედროვე ტიპის შენობა მოემსახურება. 
მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა  და იმერეთის გუბერნტორმა გივი ჭიჭინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთანე ერთად დაათავლიერეს.

20.11.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია