ღია დიალოგი კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაზე

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
კონფერენციაზე განიხილეს გაეროს -  კლიმატის ცვლილების - ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიღებული ე.წ. „პარიზის შეთანხმებით„ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი. 
კონფერენცია სიტყვით გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ღია დიალოგის ფორმატში,  მზია გიორგობიანმა ისაუბრა კლიმატის ცვლილების მიმართულებით ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლებების კოორდინირებული მუშაობის შესახებ, ე.წ. მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების სტანდარტებსა და შემდეგ ექსპლუატაციაზე.   ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელიც გულისხმობს  - ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გარემოს დაცვისა და მდგრადობის უზრუნველყოფას და ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილებას ეკონომიკური განვითარების პროცესში .   
2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის „პარიზის შეთანხმება“ შევიდა ძალაში, რომლის ძირითადი მიზნებია: 1) მნიშვნელოვნად შემცირდეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები და ნეგატიური ზემოქმედება ეკონომიკის სექტორებზე, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2C-მდე შეზღუდვით; 2) ქვეყნები უკეთ ადაპტირდნენ კლიმატის ცვლილებასთან და გაგრძელდეს ქვეყნების განვითარება სათბურის გაზების შემცირებული ემისიებით, ისე რომ არ შეიზღუდოს საკვების წარმოება; 3) მოზიდულ იქნას ფინანსური რესურსები სათბურის გაზების შემცირებისა და კლიმატმედეგი განვითარებისთვის. 
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა  გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი.
ღია დიალოგის ფორმატში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის,  საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები.
შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა.
 

19.09.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია