ქვემო ქართლსა და რაჭაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

A-/A+

სტიქიის ზონებში სამუშაო მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. უხვმა ნალექმა ყველაზე მეტი პრობლემა ქვემო ქართლსა და რაჭაში შექმნა. რუსთავში დაიტბორა ცენტრალური და შიდა გზები, წყალი ჩავიდა საცხოვრებელ სახლების სარდაფებში,ზარალი მიადგა კომერციულ ობიექტებს, 
იაღლუჯის მთიდან ჩამოსული ღვარცოფის შედეგად დაიტბორა რუსთავის ავტობაზრობის ნაწილი. 
სამუშაო პროცესის კოორდინაციის მიზნით რეგიონში იმყოფებოდა  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. ილია ბეგიაშვილის განცხადებით, სამაშველო და სარეაბილიტაციო სამუშაოს შედეგად, დილიდან  სიმშვიდეა რუსთავში, მარნეულსა და დმანისში. რაც შეეხება რაჭას, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მდინარე ღარულას კალაპოტის გაწმენდა და სპეციალურად შექმნილი კომისია დღეს დაადგენს ზარალის ოდენობას.
ინტენსიური წვიმის შედეგად, რაჭაში, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დააზიანა შიდა სასოფლო გზები, წყალსადენი სისტემა და სახიდე გადასასვლელები.  სამუშაო პროცესში მძიმე ტექნიკის ჩართვის შედეგად წყალი კალაპოტში დაბრუნდა, რითაც საფრთხის თავიდან აცილება მოხერხდა. 
საქართველოს სხვა რეგიონებისთვის სტიქიას ზიანი არ მიუყენებია.
 

03.06.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია