სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

A-/A+

მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.
სამუშაოების მიმდინაროების ტემპებს და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სისტემატურად ეცნობა. ზურაბ ალავიძე ამჯერად სიღნაღის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა. 
მალე ბოდბისხევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი , ახალი საბავშვო ბაღი ექნება.  პროექტის ფარგლებში  კეთდება შიდა და გარე სამუშაოები, მოხდება ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება. არსებული, ერთსართულიანი ამორტიზებული შენობა რამდენიმე წლის წინ დაიხურა. პროექტის ფარგლებში,  მოხდა ძველი შენობის სრული დემონტაჟი და მის ადგილას შენდება ორსართულიანი საბავშვო ბაღი, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი სკოლამდელი განათლების მისაღებად.  
სამუშაოების დასრულების შედეგად, 80-ზე მეტი აღსაზრდელი  სკოლამდელ განათლებას კომფორტულ გარემოში მიიღებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 
 

06.01.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია