საჩხერის მუნიციპალიტეტში 6 ათასამდე ადამიანი წყალმომარაგების ახალი ქსელით ისარგებლებს

A-/A+

საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხისა და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. 
სამუშაოს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 8 მილიონი ლარია. სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და სამინისტროს წარმომადგენლები.
,,საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის   დასრულების შემდეგ, 5 სოფელში მცხოვრები  6 ათასამდე ადამიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ბევრ მუნიციპალიტეტში გვაქვს მსგავსი პრობლემა და ვცდილობთ, ეტაპობრივად ყველგან მივხედოთ წყლის და კანალიზაციის სისტემების  მშენებლობა-რეაბილიტაციას“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ
საჩხერეში მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარების და სატუმბი სადგურის მშენებლობა, ასევე - მოსახლეობის გამრიცხველიანება. ამ სოფლებს წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდათ, პროექტის დასრულების შემდეგ კი 24- საათიან წყალმომარაგება ექნებათ. ადგილზე დასაქმებულია 80 ადამიანი და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.
პროექტის დასრულება 2019 წლის ზაფხულში იგეგმება.

24.05.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია