საქართველოსა და სომხეთში ევროკავშირის მხარდაჭერით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა

A-/A+

სომხეთის ქალაქ გიუმრში კონფერენცია  „ეევროკავშირის პროგრამის  გავლენა სომხეთ - საქართველოსთვის“ გაიმართა. დასკვნით ღონისძიებაზე  პროგრამის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული მხარდაჭერა’’ მიღწევები  შეაჯამეს. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა.
შეხვედრის მონაწილეებმა,  პროგრამის ფარგლებში, ტრანსსასაზღვრო პროექტების წარმატებებსა  და საუკეთესო გამოცდილებებზე  იმსჯელეს, რაც სომხეთ-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო დაეხმარება. 
ორ ქვეყნას შორის, სასაზღვრო ტერიტორიული თანამშრომლობისთვის ევროკავშირის მიერ  4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.  დაფინანსდა 9 საერთო პროექტი - ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის, საბავშვო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტურმიზმის განვითარების მიმართულებით. 
კონფერენციის დასასრულს, ქ. გუიმრის ტექნოლოგიურ ცენტრში  ფოტო-გამოფენა მოეწყო, სადაც ქართველმა და სომეხმა მონაწილეებმა  წარმატებული პროექტების შედეგები ასახეს.  
,,აღმოსავლეთის ტერიტორიული პარტნიორობის მხარდაჭერის’’ პროგრამა ევროკავშირის ინივიატივით ხორციელდება, რომლის მიზანს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება წარმოადგენს. 

19.06.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია