საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან, ირაკლი მატკავასთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შონ ოსალივანის და ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში იეშიმ კაილარის შეხვდა.
მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გზების, ხიდების,  გვირაბების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით დაფინანსებული პროექტები განიხილეს. ისაუბრეს ADB-ს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორის, საქმიანობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონებში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, ასევე  სამინისტროსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის   გაღრმავების პერსპექტივებზე. 

19.06.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია