საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა

A-/A+

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახალციხეში, საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. აქ მიმდინარე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.  პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, რომელიც რეგიონებში პროექტების მონიტორინგს და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სისტემატურად ეცნობა.

გასულ წელს საფარის მონასტერთან მისასვლელი 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ამჯერად სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში,  მონასტრის მიმდებარედ შენდება სუვენირების მაღაზია და  შესასვლელი კარიბჭე, ასევე მოხდება მონასტერთან მისასვლელი გზის ქვაფენილებით მოწყობა.  

ნოემბრიდან ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება. 

11.10.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია