სამეგრელოში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს მომავალში დაიწყება

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნო.
 სტიქიამ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურა დააზიანა, განადგურდა ხეხილი და ნარგავები. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ადიდებულმა მდინარემ 150 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ხიდი წაიღო, დაზიანდა შიდა გზები. სენაკში ადიდებულმა მდინარე ტეხურამ ნაპირსამაგრი ნაგებობები დააზიანა. 
ზურაბ ალავიძის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

18.06.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია