მზია გიორგობიანი - 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, 2019 წლიდან აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. „განსაზღვრულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა. ეს პროგრამა იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილი - ე.წ. ქვეკომპონენტი. ამ ეტაპისათვის ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა მოსახლეობის უშუალო ჩართულობით სწორად მოხდეს პროექტების შერჩევა და ფინანსთა სამინისტროსთან, რათა შეჯერდეს თანხის ოდენობა“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

11.10.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია