კახეთში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა სრულდება

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კახეთის რეგიონში სამშენებლო სამუშაოებს ეცნობა. ზურაბ ალავიძემ ამჯერად საგარეჯოში სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაათვალიერა. სამუშაოები თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 58-ე კმ-ზე მიმდინარეობს. 
პროექტით გათვალისწინებულია 35 მ სიგრძის  ხიდის მშენებლობა. ამ დროისათვის, დარჩენილია ხიდზე ასფატლო-ბეტონის საფარის დაგება და ხიდთან მისასვლელი ყრილის მოწყობა. 
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 634 400 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და უახლოეს დღეებში დასრულდება.
ხიდი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თოხლიაურსა და სოფელ მანავს შორის მდებარეობს. ახალ სახიდე გადასასვლელზე საგარეჯოს მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.

29.12.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია