კანადა-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები

A-/A+

კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს (ExportDevelopment Canada (EDC) )  წარმომადგენლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტუმრობდნენ.  
უცხოელ დელეგაციას მინისტრის მოადგილე გაგი ბუაძე და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე შეხვდნენ. 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგიმილ პროექტებში ახალი - თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვისა და გამოყენების საკითხებზე. 
თავის მხრივ, სტუმრებმა სააგენტოს საქმიანობასა და პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, ისაუბრეს საქართევლოსთან მიმართებაში მათ სამომავლო გეგმებზე.  კანადური მხარე დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და კანადა-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებით.

10.06.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია