ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორეული კომპანიების მონაწილეობა განიხილება

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ ინფრასტრუქტურულ საკითხებში თანამშრომლობის გლობალური კონფერენციის (GICC 2018) ფარგლებში, შეხვედრა გამართა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის მიწის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამინისტროს მე-2 ვიცე-მინისტრთან, კიმ ჯონგ-რიოლთან.
ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორეული კომპანიების მონაწილეობისა და სამომავლო თანამშრომლობის, აგრეთვე უწყებათაშორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების საკითხები.
 

19.09.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია