ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო

A-/A+

საქართველოს რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამეგრელო ზემო - სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა, სადაც ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას და მდინარე ნენსკრაზე მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს. 

გარდა ამისა, სტიქიის ზონისკენ უკვე მიემართება სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფი მძიმე ტექნიკა, რომელიც ზემო სვანეთში აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. ადგილზე გასულია, ასევე კომპანიის საინჟინრო ჯგუფი, გამოცდილი სპეციალისტებით. 
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო, ასევე საგზაო დეპარტამენტის სტიქიის ნაპირდაცვისა და რეაბილიტაციის სპეციალისტების ჯგუფი, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება.
 

05.07.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია