ზურაბ ალავიძე EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

A-/A+

წარმატებით გრძელდება თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD). საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე  პროექტები განიხილა,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ  აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში EBRD-ის მმართველ დირექტორთან,  ფრანსის მალიჟესთან შეხვედრისას. 
მხარეებმა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კუთხით ბანკის სამომავლო გეგმებიც განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.  
შეხვედრისას, ხაზი გაესვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის,  როგორც ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ აქტიურად თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

16.07.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია