ზურაბ ალავიძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ზურაბ ალავიძემ  გმირულად დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს  მიუსამძიმრა და ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო. 

08.08.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია