"დონორებთან წარმატებული თანამშრომლობა პროექტების დროულად შესრულებას ნიშნავს"

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 
შეხვედრას 13 საფინანსო ინსტიტუტის, მათ შორის - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქართული მხრიდან შეხვედრაში მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
მხარეებმა შესრულებულ სამუშაოებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. 
დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები  მინისტრის ხედვითა და სამინისტროს პრიორიტეტებით დაინტერესდნენ. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ პროექტს ახორციელებს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დონორი ორგანიზაციების მონაწილეობის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, მაია ცქიტიშვილმა  მთავრობის სახელით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

11.04.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია