დაბა მანგლისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება

A-/A+

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით,  სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება.   საკითხთან დაკავშირებით განკარგულების პროექტი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

სამუშაოები ითვალისწინებს ხოზეთის სათავიდან რეზერვუარამდე მაგისტრალური მილსადენის შეცვლას, გოხნარის რეზერვუარისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას.

დაბა მანგლისში წყალმომარგების ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის სრულად მოწესრიგებული. სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და წყალმომარაგების ქსელები ამორტიზებულია, რაც სასმელი წყლის მიწოდების პრობლემას ქმნის. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ  ტურისტულ სეზონზე დგას. 

პროექტის დასრულება უზრუნველყოფს წყლის დებეტის გაზრდას და წყალმომარაგების ქსელში დანაკარგების შემცირებას, შედეგად კი დაბა მანგლისის მოსახლეობას წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება. გარდა ამისა, მოხდება კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანება, რაც უზრუნველყოფს სასმელი წყლის რაციონალურ მოხმარებას.

პროექტის სავარაუდო ღირებულება  589 000 ლარია. სამუშაოებს საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. პროექტი 6 თვეში დასრულდება

01.12.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია