ბორჯომ-ბაკურიანს ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური ემსახურება

A-/A+

ბორჯომ-ბაკურიანს ნარჩენების გადამტვირთი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი სადგური ემსახურება. 
ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთა გიორგი შუხოშვილთან ერთად პირადად დაათვალიერა. 
ბორჯომ-ბაკურიანის საყოფაცხოვრებო ნარჩენები  კონტეინერში იტვირთება  და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით  ხაშურის  ნაგავსაყრელზე რეგულარულად გადააქვთ. ძველი ნაგავსაყრელები მუნიციპალიტეტში ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურა და ახალი სადგური უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს.  სამუშაოები რეკრეაციულ ზონებში ეკოლოგიის დაცვას, ტურისტების და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ბორჯომ-ბაკურიანის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და  მისმა ღირებულებამ ნახევარ მილიონი ლარი შეადგინა. 

12.10.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია