ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

A-/A+

დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ბაკურიანში გაიზრდება წყლის დებიტი, რაც ზამთრის სეზონზე, ბაკურიანს 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორატთან გიორგი კობერიძესთან ერთად გაეცნო. 
პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს, არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, სატუმბ სადგურამდე   და არსებულ წყლის გამწმენდ ნაგებობამდე  მაგისტრალური მილის მოწყობას.  ასევე, მოეწყობა  სატუმბი სადგური, რომელიც შემდგომში წყლით მოამარაგებს დიდველის რეზერვუარს. 
ბაკურიანში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა, დამსვენებლებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მზარდი რაოდენობის  გამო, საჭიროებდა წყლის დებიტის შესაბამისად გაზრდას.  
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.  სამუშაოები 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. 

10.10.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია