ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა. 

მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და დაიგეგმა მოლაპარაკების შემდეგი ეტაპები. გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრა მაისის ბოლომდე გაიმართება.

სახელმწიფოს, კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ის 8-პუნქტიანი მოთხოვნებია, რასაც დონორი ორგანიზაციები ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების სანაცვლოდ აყენებენ.
 

03.05.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია