|
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 1. რა მიზანს ისახავს `სოფლის მხარდაჭერის პროგრამა~? `სოფლის მხარდაჭერის პროგრამა~ არის საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა, რომლის მიზანია: ა) სოფლის პირველი რიგის პრობლემების გადაწყვეტა; ბ) თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა; გ) მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაღრმავება და ურთიერთნდობის აღდგენა; დ) თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გაძლიერება და გამგეობის რწმუნებულის უფლებამოსილების გაზრდა. 2. როგორ განისაზღვრება სოფლისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა? `სოფლის მხარდაჭერის პროგრამით~ თანხის გამოყოფა ხდება უშუალოდ სოფლისათვის. სოფლისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა განისაზღვრება სპეციალური ფორმულის საფუძველზე, რომელიც გაიანგარიშება საკრებულოებში შემავალი დასახლებების, ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2009 წელს `სოფლის მხარდაჭერის პროგრამით~ გამოიყო ------- მილიონი ლარი. 3. რა მიზნით შეიძლება იქნეს გამოყენებული `სოფლის მხარდაჭერის პროგრამით~ გათვალისწინებული თანხა? `სოფლის მხარდაჭერის პროგრამით~ გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დასაფინანსებლად. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს: ...
|


ქართლი









