GEO
ENG
არქივი
08.03.2010

08.03.10

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილე ქართული და უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა საგზაო ნიშნების პრეზენტაცია გამართეს.


პროექტის "თანამშრომლობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"  მიზანია, სამშენებლო კომპანიებმა საგზაო სამუშაოების წარმოებისას საერთაშორისო ტექნიკური საშუალებებით  მოახდინონ ტერიტორიის დაცვა, რათა მაქსიმალურად  მოხდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.


აღსანიშნავია, რომ საავტომობილო გზების მოწესრიგების შედეგად გაუმჯობესდა ავტოტრანსპორტის გამტარიანობა, მოძრაობის ინტენსივობა და სიჩქარე, რაც მოძრაობის უსაფრთხოებაზე არცთუ დადებითAდ აისახა, სწორედ ამიტომ, საყურადღებოა სამუშაოების წარმოებისას ამკრძალავი და გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნების გამოყენება.

მთავარი საიტის რუკა კონტაკტი www.solostudio.ge