GEO
ENG
არქივი
05.03.2010

05.03.10

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საქართველოსა და ევროგაერთიანებას შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების ტექსტი შეჯერდა.
ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და ევროკომისიის წარმომადგენელი საქართველოში ერ ეკლუნდი დაესწრო.
,,ევროგაერთიანებასა, მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ" შეთანხმების პროექტის ტექსტის ერთობლივი შეჯერების მიზნით,  2010 წლის 4-5 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა ევროპის კომისიას, ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას შორის.
მოლაპარაკების ფარგლებში, მხარეებს შორის შეთანხმებულ იქნა ,,ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ" შეთანხმების პროექტის ტექსტი.
შეთანხმება წარმოადგენს საქართველოსა და ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სამართლებრივ საფუძველს.  აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც წარმოადგენს საქართველოს ევროპის ერთიან საავიაციო სივრცეში ინტეგრაციის წინაპირობას.
მთავარი საიტის რუკა კონტაკტი www.solostudio.ge