GEO
ENG
არქივი
05.03.2010

05.03.10

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში, შულავერი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის საფუძვლის მოწყობას და მასზე ახალი ასფალტ-ბეტონით საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების მოწყობისა და მისი შეკეთების სამუშაოებს. ამჟამად, მიმდინარეობს მიწის ვაკისის სამუშაოები.
გზის რეაბილიტაციას ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის, ასევე ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, საქართველოს ტურისტული მარშრუტების ქსელში ინტეგრაციას.
საავტომობილო გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოებს სამშენებლო კომპანია, ,,საფარი" ასრულებს. სამუშაოები ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 მლნ 777 ათასი ლარია.
მთავარი საიტის რუკა კონტაკტი www.solostudio.ge