02.03.2010
02.03.10![]() რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის" დირექტორი გიორგი ცაგარელი წინასაკონკურსო კონფერენცია თემაზე - ,,ჩქაროსნულ სატრანზიტო მაგისტრალებზე მომსახურებისა და დასვენების ობიექტების მოწყობას" დაესწრნენ. კონფერენციაზე ,,ჩქაროსნულ სატრანზიტო მაგისტრალებზე მომსახურებისა და დასვენების ობიექტების" პრეზენტაციაც გაიმართა.
საქართველოზე გამავალი E-60 ავტომაგისტრალი (E-70 მაგისტრალთან ერთად) ქვეყნის დასავლეთ-აღმოსავლეთ (ბათუმი-ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) ნაწილს აერთიანებს, ხოლო საერთაშორისო საავტომობილო გზების ქსელში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ძირითადი საერთაშორისო-სატრანსპორტო ფუნქციისა და ქვეყნის ჩქაროსნული ავტომაგისტრალების პერქსპექტიული განვითარების მიზნით, იგეგმება E-60 ავტომაგისტრალის (E-70 მაგისტრალთან ერთად) მთლიანი ზოლის, აგრეთვე საზღვრისპირა და სხვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების მომსახურებისა და დასვენების ობიექტებით მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
|













