საქართველოს მთავრობის დადგენილება N 10 2009 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დანიშვნამდე ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ შესაბამისი აქტების გამოცემამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის გადაცემული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას. 4. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი
ნიკა გილაური
დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N 10 დადგენილებით