GEO
ENG
საჯარო სამართლის იურიდიული პირი  “ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი”

საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი”

ცენტრში საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითრების ბაკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და ა.შ.) საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკონსულტაციო დახმარება. (საერთაშორისო შესყიდვების, კონტრაქტების მენეჯმენტის, საფინანსო მენეჯმენტის, ტექნიკური დახმარების კოორდინაციის და ა.შ. საკითხებში).
ცენტრის მიერ განხორციელდა მსოფლიო ბანკის: "ტრანსპორტის რეფორმის პროექტის" (კრედიტი #2908 GE) 1996-2001 წწ. "ტრანსპორტის სამინისტროს რესტრუქტურირების პროექტის" (კრედიტი # 3129 GE) 1999-2003 წწ. "საავტომობილო გზების პროექტის" (კრედიტი # 3357 GE) 1998-2003 წწ. მსოფლიო ბანკის "ინფრასტრუქტურის წინასაინვესტიციო პროექტის" (გრანტი # H2040) 2004-2008 წწ. და სხვა გრანტების განხორციელების დახმარება.
ამჟამად ცენტრი ახორციელებს მსოფლიო ბანკის "შიდასახელმწიფო და ადგილობრივი გზების პროექტის" (კრედიტი #3938 GE) 2004-2011 წწ. აღმოსავლეთ დასავლეთი ავტომაგისტრალის გაუმჯობესების" პირველი, მეორე და მესამე პროექტების (კრედიტები # 4248 GE # 4373 GE, # 7741 GE) 2004-2012 წწ. პროექტების განხორციელების საფინანსო მენეჯმენტს, იღებს მონაწილეობას მსოფლიო ბანკის "ვაზიანი-გომბორის-თელავის" პროექტის, აზიის განვითარების ბანკის "ქ. ზესტაფონისა და ქ. ქუთაისის შემოვლითი გზების პროექტის" და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო "ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემოვლითი გზების პროექტის" მომზადების საკონსულტაციო დახმარების სამუშაოებში.
ცენტრი პროფესიონალ კონსულტანტთა ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სიანვესტიციო პროექტის იდენტიფიცირებას, დაგემვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

ქ. თბილისი 0160 ალ. ყაზბეგის 
გამზირი 12 
ტელ: (995-32) 33 30 40
ელ.ფოსტა: TRRC@TRRC.GE

 

მთავარი საიტის რუკა კონტაკტი www.solostudio.ge