GEO
ENG
რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირების შესახებ წინადადებების შემუშავება;

რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალურ, საკადრო და საინფორმაციო უზრუნველყოფის სფეროში არსებული მდგომა რეობის შესწავლა და ანალიზი,

შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება; წინადადებების შემუშავება დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის პროცესის სტრატეგიისა და მისი ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის,

მართვის სისტემის ოპტიმიზაციისა და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი; 

მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად;

წინადადებების მომზადება რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის, რეგიონული საინოვაციო სისტემების განვითარებისა და დანერგვის და საინოვაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის საკითხებში;

ინოვაციების სფეროში საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის შეფასება და მის საფუძველზე რეგიონული კლასტერების განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით წინადადებების შემუშავება;

ახალი ტექნოლოგიების სტიმულირებისათვის საჭირო აქტივობების წარმართვა; ინოვაციების სფეროში კვლევა-განვითარების ინსტიტუციების შექმნისათვის ხელშეწყობა; 

 

ალ.ყაზბეგის 12


+995 32 510757

+995 32 510646

+995 32 510649

 

მთავარი საიტის რუკა კონტაკტი www.solostudio.ge