რეგიონული განვითარების დეპარტამენტირეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება დეპრესიული, მაღალმთიანი რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით; რეკომენდაციების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ დისპროპორციათა შემცირების უზრუნველსაყოფად; წინადადებების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა განხორციელებისათვის; თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის მონიტორინგის განხორციელება; სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება; საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, აგრეთვე ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე; წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის შექმნისა და გაუქმების, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე; გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება; ტერიტორიულ ჭრილში საბიუჯეტო პროცესის რეგულირების საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა.
ალ.ყაზბეგის 12
+995 32 510801 +995 32 510723 (სამცხე-ჯავახეთი, რაჭა) +995 32 510754 (კახეთი) +995 32 510753 (სამეგრელო) +995 32 510755 (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი) +995 32 510752 (აჭარა, გურია) +995 32 510751 (ქვემო ქართლი) +995 32 510749 (იმერეთი)
|












