GEO
ENG
იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტი

სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია;

სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენის უზრუნველყოფა; სხვა უწყებებიდან შემოსული, ასევე სამინისტროს სისტემაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ დასკვნების მომზადება;

სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციე ლება ყველა ინსტანციის სასამართლოში; მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნ­ველყოფა;

სამინისტროში შემოსული განცხადება-საჩივრების განხილვა-რეაგირებისა და სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებ რივი უზრუნველყოფა;

სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ანგარიშების შესწავლა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა;

სათანადო საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა; 

 

ალ.ყაზბეგის 12


+995 32 510697

+995 32 510769

+995 32 510776

+995 32 510766

 

მთავარი საიტის რუკა კონტაკტი www.solostudio.ge