დაბადების თარიღი: 1965 წლის 17 ივნისი დაბადების ადგილი: ქ. თბილისი ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და სამი შვილი უცხო ენები: რუსული, ინგლისური
განათლება 1983 - 1990 საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა, ინჟინერ-მშენებელი; 1995 - 1997 თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსები და კრედიტები, ეკონომისტი; 2000 - 2003 თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნელობა, იურისტი.
შრომითი საქმიანობა
1994 - 2000 საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველო, სხვადასხვა წამყვანი თანამდებობები; 2000 - 2003 საგანგებო ლეგიონის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2003 - 2004 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004 - 2005 ფინანსური პოლიციის სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 2005 - 2007 ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2007 - 2008 შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2008 - 2008 საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი; 2008 - 2008 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - მინისტრის მოადგილე; 2008 -2010 საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე 2010 წლის 30 ივნისს დაინიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად
დაჯილდოებულია
საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებათა კავშირის პრეზიდიუმის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით - 2009 წელს ტრანსპორტის და საგზაო მშენებლობის დარგში მიღწეული წარმატებისთვის მიენიჭა "წლის ინჟინრის" საპატიო წოდება
2010 წლის 24 მაისის #418 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით
2009 წლის 4 დეკემბრის N866 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით 2007 წლის 17 სექტემბრი N 496 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების მედლით 2005 წელს მიენიჭა სპეციალური წოდება "პოლკოვნიკი"